ლუქს კლასის მანქანების მწარმოებელი გერმანული Audi, რომელიც Volkswagen Group-ის ნაწილია, 2029 წლამდე გერმანიაში 7500 სამუშაო ადგილის შემცირებას გეგმავს.
შემცირება, რომელიც არის Audi-ს პროდუქტიულობისა და მოგებიანობის გაზრდის გეგმის ნაწილი, სავარაუდოდ, დაეხმარება მას მიაღწიოს წელიწადში 1 მილიარდ ევროზე მეტის ხარჯებს.
„ეკონომიკური პირობები სულ უფრო და უფრო რთული ხდება, კონკურენტული ზეწოლა და პოლიტიკური გაურკვევლობა კომპანიას უზარმაზარი პრობლემების წინაშე აყენებს“ – ნათქვამია Audi–ს განცხადებაში.
შემცირება შეეხება, კერძოდ, ადმინისტრაციულ პერსონალს და არ შეეხება Audi-ს ქარხნების თანამშრომლებს. „2033 წლის ბოლომდე ოპერაციული მიზეზების გამო სამსახურიდან გათავისუფლება არ იქნება“, - თქვა Audi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა გერნოტ დოლნერმა.