პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 1 მლნ დოლარის სანაცვლოდ აშშ-ში ცხოვრების უფლების ნებართვა, ანუ „ტრამპის ოქროს ბარათი“ (Trump Gold Card) დაჩქარებული წესით გაიცემა.
ამის შესახებ Reuters და Bloomberg წერენ.
ამასთან, მდიდარი უცხოელები 5 მლნ დოლარად „ტრამპის პლატინის ბარათის“ (Trump Platinum Card) მიღებას შეძლებენ. ეს არის აშშ-ში ცხოვრების უფლების ნებართვა, რომლის მფლობელი პირებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიღებულ შემოსავალზე გადასახადებისგან თავისუფლდებიან.
„ისინი აქ ჩამოსასვლელად დიდ ფულს დახარჯავენ. ეს მილიარდობით და მილიარდობით დოლარს მოგვიტანს, რომელიც გადასახადების შემცირებას, ვალის დაფარვასა და სხვა კეთილშობილურ საქმეებს მოხმარდება,“ - აცხადებს ტრამპი.