ახალი კვლევის თანახმად, ბოლო 12 თვის განმავლობაში, შეერთებულ შტატებში გაყიდული ელექტრო მანქანები შესამჩნევად გაიაფდა. ახალი ელექტრომობილის საშუალო ფასი 2023 წლის სექტემბერში 22%-ზე მეტით დაეცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

Tesla-მ დიდი როლი ითამაშა ახალი ელექტრო მანქანების ფასების შემცირებაში თავისი აგრესიული სტრატეგიით.

გასულ თვეში შეერთებულ შტატებში ახალი ელექტრომობილის საშუალო ფასი, შარშანდელი $65,295-დან $50,683-მდე შემცირდა.

ელექტრო მანქანების მიწოდების საშუალო დრო იყო 97 დღე ოქტომბრის დასაწყისში, შიდა წვის ძრავიანი (ICE) მანქანების მიწოდება 52-დან 58 დღემდე.

Cox Automotive-ის ინდუსტრიის ანალიზის დირექტორმა სტეფანი ვალდეს-სტრიტიმ განაცხადა, რომ აშშ-ში ელექტრომობილების გაყიდვები ზრდას აგრძელებს. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია უფრო დიდი მიწოდებითა და არჩევანის გაზრდით, რაც ხელს უწყობს ფასების შემცირებას და გაყიდვების გაზრდას.

გასული წლის განმავლობაში Tesla-მ თავისი ელექტრომობილების საშუალო ფასი 25%-ით შეამცირა.