აშშ-ში, 30-წლიანი იპოთეკის საშუალო განაკვეთები გასულ კვირაში 10 საბაზისო პუნქტით დაეცა და ივლისის ბოლოდან დღემზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ იპოთეკური ბანკირების ასოციაცია (MBA) იტყობინება.
726,200 დოლარამდე 30-წლიან სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი გასულ კვირას 7,07% გხდა. ქვეყანაში იპოთეკის მომსახურების ღირებულება ნოემბრის დასაწყისიდან იკლებს, იმის ფონზე, რომ ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთებს აღარ გაზრდის და შესაძლოა 2024 წლის პირველ ნახევარში მათი შემცირებაც კი დაიწყოს.
აშშ-ში იპოთეკურ სესხებზე განაცხადების რაოდენობა გასულ კვირას 7,4%-ით გაიზარდა. აღნიშნული მაჩვენებელი ზედიზედ ექვსი კვირაა იზრდება.