პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ამერიკის საბრძოლო მასალის მარაგი შეაქო. ინფორმაციას ABC7-ი ავრცელებს.
„აშშ-ის საშუალო და საშუალოს ზედა კლასის საბრძოლო მასალის მარაგი არასდროს ყოფილა ასეთი მაღალი ან უკეთესი - როგორც დღეს მითხრეს, ჩვენ ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი გვაქვს“, - დაწერა ტრამპმა.
მანვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „ადვილად მოიგებს“ ამ ომს და, რომ ქვეყანა მზად არის ოპერაციის „ნებისმიერ ფასად“ გასაგრძელებლად.
ტრამპმა ამბობს, რომ „ომების წარმოება შესაძლებელია სამუდამოდ და ძალიან წარმატებით მხოლოდ ამ რეზერვების გამოყენებით“.