Wizz Air არეგულირებს ოპერაციებს ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის შემდეგ დაწესებულ საჰაერო სივრცის შეზღუდვებზე საპასუხოდ. პრევენციის მიზნით, ისრაელის, დუბაის, აბუ დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ფრენები შეჩერებულია 7 მარტის ჩათვლით. 

„მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული შეზღუდვები მოკლევადიან ოპერირებას ზღუდავს, Wizz Air მოქმედებს იმ მომხმარებლების მხარდასაჭერად, რომელთა სამოგზაურო გეგმები შეიცვალა. ავიაკომპანია ამზადებს აღდგენის ვარიანტებს, რათა მგზავრებმა შეძლონ თავდაპირველ დანიშნულების პუნქტამდე მიღწევა.კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს საავიაციო უწყებებსა და აეროპორტებთან უსაფრთხო ოპერირების ვარიანტებისა და მარშრუტების უზრუნველსაყოფად.

 

დამატებითი ფრენები შარმ ელ-შეიხის მიმართულებით 6 მარტიდან

იმ მგზავრების მხარდასაჭერად, ვისაც სჭირდებათ ისრაელიდან ან ისრაელის მიმართულებით გადაადგილება, Wizz Air 6 მარტიდან (რეგულატორული თანხმობის მოლოდინში) ზრდის ფრენების რაოდენობას შარმ ელ-შეიხის (SSH) მიმართულებით რამდენიმე უდიდესი ევროპული ბაზიდან.

  • ბუდაპეშტი (BUD): ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში 3-დან 10 ფრენამდე
  • რომი ფიუმიჩინო (FCO): ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში 11-დან 18 ფრენამდე
  • ლონდონი ლუტონი (LTN): ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში 4-დან 8 ფრენამდე
  • მილანი მალპენსა (MXP): ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში 6-დან 11 ფრენამდე
  • სოფია (SOF): ფრენების სიხშირე გაიზრდება კვირაში 0-დან 3 ფრენამდე

ფრენების დამატება შექმნის მეტ ალტერნატივას იმ მგზავრებისთვის, რომლებზეც იმოქმედა ისრაელის მიმართულებით პირდაპირი რეისების შეჩერებამ და უზრუნველყოფს ევროპისა და ისრაელის დაკავშირების საუკეთესო შესაძლებლობას.

ავიაკომპანია მადლობას უხდის მომხმარებლებს მოთმინებისა და გაგებისთვის ამ პერიოდში. ავიაკომპანიისთვის მნიშვნელოვანია, აღადგინოს თავდაპირველი სერვისები უსაფრთხოების უზრუნველყოფისთანავე, პარალელურად კი შესთავაზოს ალტერნატიული გადაწყვეტილებები და დაეხმაროს ადამიანებს ახლობლებთან დაკავშირებაში“, - წერია Wizz Air-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.