აშშ-ის ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სანქცირებულ LUKOIL-ს საზღვარგარეთ არსებული ბენზინგასამართი სადგურების ფუნქციონირების ნებართვა 2026 წლის 29 აპრილამდე გაახანგრძლივა, - ინფორმაციას bloomberg-ი ავრცელებს.
რუსულ ენერგოგიგანტს OFAC-ს ნებართვა მიმდინარე წლის 13 დეკემბრამდე ჰქონდა.
ცნობისთვის ამერიკამ რუსულ ენერგოკომპანიას სანქციები 22 ოქტომბერს დაუწესა. კომპანიას აეკრძალათ ყველა ტრანზაქციის განხორციელება, რომლებიც ეხება Lukoil International GmbH-ს (LIG) ან ნებისმიერ ორგანიზაციას, რომლებიც LUKOIL-ში პირდაპირ ან ირიბად ფლობს თავისი სააქციო კაპიტალის 50%-ს ან მეტს.