აშშ-მ ევროპის ქვეყნებს მოსთხოვა, რომ 2027 წლამდე NATO-ს თავდაცვის ხარჯების უმეტესი ნაწილი, მათ შორის რაკეტების წარმოება და სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვება, თავის თავზე აიღონ, - ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ამერიკული მხარე დაიმუქრა, რომ შეამცირებდა აშშ-ს მონაწილეობას NATO-ს ზოგიერთ თავდაცვის მექანიზმში, თუ ეს დადგენილ ვადაში არ მოხდება. თუ ევროპა აშშ-ის მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ეს რადიკალურად შეცვლის ვაშინგტონის ძირითად მოკავშირეებთან ურთიერთქმედების პრინციპს, – Reuters-ი.

ჯერჯერობით, აშშ არ არის კმაყოფილი იმით, თუ რამდენად გაზარდეს ევროპულმა ქვეყნებმა თავდაცვითი შესაძლებლობები ბოლო სამი წლის განმავლობაში. განცხადებები ამ კვირაში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა. მას ესწრებოდნენ NATO-ს კურატორი პენტაგონის წარმომადგენლები და რამდენიმე ევროპული ქვეყნის დელეგაციები.

2027 წლამდე ვადა არარეალურია, განუცხადა რამდენიმე ევროპელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს.

მათ განმარტეს, რომ აშშ-ის შეფასებების მიუხედავად, ინვესტიციები და პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოკლევადიან პერსპექტივაში ამერიკული მონაწილეობის ჩასანაცვლებლად საკმარისი არ იქნება.

წყარო: rbc