აშშ-მ დაამტკიცა საუდის არაბეთისთვის დაახლოებით $3.5 მილიარდის ღირებულების სამხედრო პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა. Bloomberg აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ამ თვეში დაგეგმილი ვიზიტის წინ იქნა მიღებული.

გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონი მნიშვნელოვან პარტნიორთან კავშირების გამყარებასა და ირანზე ზეწოლის გაზრდას ცდილობს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მან კონგრესს სავარაუდო შეთანხმების შესახებ აცნობა, რომელიც 1,000 ერთეულ AIM-120C-8 საშუალო მანძილის საჰაერო რაკეტას და 50 სამიზნე-მართვის სისტემას, ასევე ლოჯისტიკურ და პროგრამულ მხარდაჭერას მოიცავს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა საუდის არაბეთი დაახასიათა როგორც "პარტნიორი ქვეყანა, რომელიც სპარსეთის ყურის რეგიონში პოლიტიკურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ პროგრესს ხელს უწყობს".

ტრამპი საუდის არაბეთს მაისის შუა რიცხვებში ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და კატარში ჩასვლას გეგმავს.

Reuters-ის ინფორმაციით, ტრამპი ერ-რიადისთვის ახალი სამხედო პაკეტის მიწოდების შეთავაზების გამოაცხადებას აპირებს, რომლის ღირებულება 100 მილიარდ დოლარზე მეტია.

Bloomberg აღნიშნავს, რომ ტრამპი ამ ვიზიტს საუდის არაბეთის მხრიდან აშშ-ში $1 ტრილიონის საინვესტიციო გეგმების გასამყარებლადაც გამოიყენებს.

tabula.ge