ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 8 მილიარდი დოლარის რუსეთის სუვერენული აქტივები გააყინა, რომელთა უმეტესობა ევროკავშირსა და იაპონიაში მდებარეობს.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში პენი პრიცკერმა განაცხადა. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. მისი თქმით, რუსეთის გაყინული აქტივები გამოყენებული უნდა იქნას უკრაინის აღსადგენად.

გამოცემა წერს, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ უკრაინის აღსადგენად ფულის გამოყენება მოითხოვა, მაგრამ სხვა დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის ევროპის ცენტრალურ ბანკს, გარკვეული ეჭვები აქვთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად კანონიერი იქნება ეს ნაბიჯი.