ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალის მოცულობამ 33 ტრილიონ დოლარს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ვალის მოცულობამ უკვე ფაქტობრივად მიაღწია ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომას, თუმცა 2053 წლამდე პროგნოზირებულია, რომ ვალის მოცულობა ეკონომიკის 180%-ს მიაღწევს.

რაც შეეხება თავად ამ ვალის მომსახურებას, საპროცენტო სარგებლის სახით ამერიკის მთავრობა ყოველწლიურად დაახლოებით 500 მილიარდ დოლარს იხდის. 2032 წლისთვის ეს მაჩვენებელი $1.5 ტრილიონს მიაღწევს, ხოლო 2053 წლისთვის მთავრობას ვალდებულებების მომსახურებაზე $5.5 ტრილიონის დახარჯვა მოუწევს.

ამერიკის მთავრობას ვალი აქვს როგორც სხვა ქვეყნების, კომპანიების და უცხოელი ინვესტორების, ასევე თავად ამერიკელი მოსახლეობის მიმართ. ამ თანხას კი მთავრობა ახალი პროექტების განსახორციელებლად და ბიუჯეტის შესავსებად იყენებს.