2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 17.4 ათასი დოლარის 3.7 ტონა ცივი წყლის კრევეტების იმპორტი განახორციელა. მიმდინარე სტატისტიკა აჩვენებს, რომ კრევეტების იმპორტი ქვეყანაში 91%-ითაა შემცირებული, რადგანაც 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 42.3 ტონა კრევეტების იმპორტია დაფიქსირებული.

არსებული სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში კრევეტების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა უკრაინაა.

TOP 3 ქვეყანა, სადაც საქართველო ცივი წყლის კრევეტებს ყიდულობს:

უკრაინა - 3.0 ტონა - 12.0 ათასი დოლარი;

ბელარუსი - 0.6 ტონა - 3.8 ათასი დოლარი;

ბელგია  - 0.2 ტონა - 1.6 ათასი დოლარი;

ცნობისათვის, 2024 წელს საქართველომ 598.2 ათასი დოლარის ღირებულების 117.7 ტონა კრევეტების იმპორტი განახორციელა. 

businessinsider.ge