ჰელსინკის აეროპორტის თანამშრომლების გაფიცვის გამო ფინური ავიაკომპანია Finnair-მა ასამდე რეისი გააუქმა.
როგორც ავიაკომპანიაში აცხადებენ, ერთ-ერთი პროფკავშირის მიერ ორგანიზებული გაფიცვა ჰელსინკის აეროპორტის მუშაობას შეაფერხებს.
„იძულებულები ვართ, დაახლოებით 100 რეისი გავაუქმოთ“, – განაცხადეს ავიაკომპანიაში.
რეისების გაუქმება 7200 მგზავრს შეეხება. კომპანია მათ შესთავაზებს ალტერნატიულ რეისებს ან თარიღის შეცვლას.
Finnair-ში ასევე ამბობენ, რომ ჰელსინკის აეროპორტში კიდევ ოთხი გაფიცვაა დაგეგმილი.
გაფიცვა რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ერთ-ერთია ხელფასების ზრდა.