აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული ვალის ლიმიტის გაზრდას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდის შესახებ კანონპროექტს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 314-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონპროექტი ახლა სენატის გადაწყვეტილებას ელოდება. სენატში კანონპროექტი უახლოეს დღეებში შევა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, აშშ-ში დეფოლტის თავიდან ასაცილებლად, კონგრესის ორივე პალატა ეროვნული ვალის ზღვრის გაზრდას 5 ივნისამდე უნდა დათანხმდეს.
მანამდე, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, კევინ მაკარტნიმ გააფორმეს შეთანხმება, რომელიც შეამცირებს აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 1,5 ტრილიონი აშშ დოლარით.
მედიის ცნობით, აშშ-ს დეფოლტი იქნება უპრეცედენტო მოვლენა, რომელმაც შეიძლება, გლობალური ფინანსური კრიზისი გამოიწვიოს. აშშ-ის მთავრობის ვალის ლიმიტი ამჟამად 31,4 ტრილიონი დოლარია, რომელიც უკვე ამოწურულია, ამიტომ ხაზინა იძულებულია, გამოიყენოს კაპიტალის რეზერვები გადასახადებისთვის.