სამხედრო ტექნოლოგიებისა და იარაღის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანიამ Lockheed Martin-მა აშშ-ს ამოწურული სამხედრო მარაგის შესავსებად, პენტაგონიდან $2.3-მილიარდიან კონტრაქტის მიიღებს.
პარალელურად ამისა, Lockeed Martin-ი და კიდევ ერთი ამერიკული კორპორაცია, RTX Corporation-ი, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, ჯაველინების მარაგის შესავსებად დამატებით $1.4-მილიარდიან დაფინანსებას მიიღებენ.
საერთო ჯამში, აშშ-ის კონგრესმა ქვეყნის სამხედრო მარაგების შესავსებად პენტაგონს $26 მილიარდი გამოუყო, რომლიდანაც, ამ ეტაპზე, უწყებამ მხოლოდ $9.7 მილიარდი აითვისა. ამერიკელი კანონმდებლები მიიჩნევენ, რომ მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის ფონზე, პენტაგონმა ქვეყნის სამხედრო შენაერთები, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააძლიეროს და შესაბამისად, ეს პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს.