აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე ხელი მოაწერა კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებულ კანონს, რომელიც გადასახადების შემცირებასა და ქვეყნის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის გაზრდას ითვალისწინებს.

ტრამპის თქმით, ხელმოწერილი კანონით აშშ-ის ისტორიაში გადასახადების უდიდესი შემცირება მოხდება.

ამასთან ერთად, ტრამპის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, აშშ-ის თავდაცვის სფეროში ხარჯები გაიზრდება და გამოყოფილი თანხა დაიხარჯება ანტისაჰაერო თავდაცვითი სისტემის, „ოქროს გუმბათის“ შესაქმნელად.

აღნიშნული კანონით, დამატებითი რესურსი გამოიყოფა სასაზღვრო კონტროლის გასაძლიერებლად.

ცნობისთვის, ამჟამად აშშ-ის სახელმწიფო ვალი 37 ტრილიონ დოლარს შეადგენს. ახალი კანონით, ვალის ზედა ზღვრის 5 ტრილიონი დოლარით გაზრდა ხდება შესაძლებელი.