გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა დონალდ ტრამპთან ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბარს კონსტრუქციული უწოდა.

როგორც მერცი აცხადებს, მოლაპარაკებების დროს მხარეებმა ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გამოხატეს.

გერმანიის მთავრობის მეთაურის თქმით, ტრამპთან საუბარი იყო დეტალური და განხილული იყო ის ტერიტორიული დათმობები, რომელზეც უკრაინა მზადაა.

„ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინელმა ხალხმა უნდა გასცენ“, – თქვა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები თუ ისე წარიმართება, როგორც ვარაუდობს, მაშინ უქმე დღეებში ამერიკელ მაღალჩინოსნებთან საუბარი კიდევ ერთხელ გაიმართება და შესაძლოა, მომდევნო კვირის დასაწყისში ბერლინში შეხვედრაც შედგეს, რომელშიც შეიძლება, აშშ-მაც მიიღოს მონაწილეობა.

მერცის თქმით, საერთო ჯამში, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ტრამპი მზადაა, ამ გზაზე ევროპასთან ერთად იაროს.

მისივე განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ საჭიროა ევროპელების მოსმენა.

როგორც გერმანიის კანცლერის პრესსამსახურში განაცხადეს, ევროპელი ლიდერებისა და დონალდ ტრამპის საუბრის შემდეგ, მხარეები თანხმდებიან, რომ საუბარია გადამაწყვეტ მომენტზე უკრაინისთვის და ევროატლანტიკური სივრცის საერთო უსაფრთხოებისთვის.

1tv.ge