აშშ-ის მოქალაქეობის მიღება, შეიძლება, რეალითი შოუს საშუალებით გახდეს შესაძლებელი. ტელეკომპანია CBC-ის ინფორმაციით, ეს იდეა გამოცდილ რეალითი შოუს პროდიუსერს, რობ ვორსოფს ეკუთვნის. შოუს გამარჯვებული დაჩქარებული წესით ამერიკის მოქალაქეობას მიიღებს. შოუ, სახელწოდებით The American, მოხალისეობრივად ჩართული იმიგრანტებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებიც მოქალაქეობის მისაღებად წინასწარ განსაზღვრული წესებით იბრძოლებენ, ანუ, ისინი აშშ-ის მოქალაქეობის მისაღებად ერთმანეთს კონკურენციას გაუწევენ. უფრო კონკრეტულად, ეს იქნება შოუ, რომელიც ერთ გამორჩეულ მონაწილეს მისცემს საშუალებას, გამოტოვოს რიგი და დაჩქარებული წესით მიიღოს მოქალაქეობა

აშშ-ის უსაფრთხოების დეპარტამენტი და პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაცია ამ იდეას განიხილავდა. რეალითი შოუს იდეას განიხილავდა.  ინიციატივა ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზეა — გადაწყვეტილება კი საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული.

ამგვარი შოუს იდეა საზოგადოებაში უკვე იწვევს დებატებს ეთიკური და სამართლებრივი მხარეების შესახებ. მას არც მომხრეები აკლია და არც მოწინააღმდეგეები. მაგალითად, იმიგრაციის ადვოკატი ერიკ ლი CBC-სთან საუბარში ამბობს, რომ მსგავსი ფორმატის შოუს შექმნა არც იურიდიულ საფუძველს ეფუძნება და მიზნად მიგრანტების მდგომარეობის კომერციალიზაციას ისახავს.

იდეის ავტორის, რობ ვორსოფის, თქმით, პროექტი მან ადრე ობამას ადმინისტრაციასაც წარუდგინა და ასევე ტრამპსაც პირველი ვადით პრეზიდენტობისას, თუმცა ამ დრომდე იდეა არ განხორციელებულა.