ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტი ტრამპის გამოსახულებიან საკოლექციო მონეტაზე მუშაობს.
სპილენძის 1 დოლარიანი 2026 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის აღსანიშნავად გამოვა.
სპილენძის 1-დოლარიანი საჯარო მოხმარებაში არ ჩაეშვება და მას მხოლოდ სიმბოლური დანიშნულება ექნება, რათა მრავალი წლის შემდეგ ადამიანებს ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდი და დამოუკიდებლობის დღის 250 წლის იუბილე შეახსენოს.
დონალდ ტრამპი მის ორივე მხარეს იქნება გამოსახული.
ავერსზე საზოგადოება იხილავს ტრამპის პროფილს და წარწერებს: “LIBERTY” (თავისუფლება), “IN GOD WE TRUST” (ჩვენ ღმერთის გვჯერა) ვიხილავთ. მონეტის ქვედა ნაწილზე კი დატანილი იქნება თარიღები 1776-2026.
რევერსზე ტრამპის გამოსახულება, რომელიც ჯერ კიდევ გაპრეზიდენტებამდე, ლიკვიდაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ გადაუღეს. მონეტის ზედა ნაწილზე დატანილი იქნება წარწერა “FIGHT. FIGHT. FIGHT.” (იბრძოლეთ, იბრძოლეთ, იბრძოლეთ) - ანუ სიტყვები, რომლებიც ფეხზე წამომდგარმა ტრამპმა მხარდამჭერებს განუცხადა. მონეტის ქვედა ნაწილზე ვიხილავთ წარწერებს: “United States of America” (ამერიკის შეერთებული შტატები) და ლათინურ ენაზე დაწერილ ქვეყნის სლოგანს “E Pluribus Unum” რაც ნიშნავს - ერთი, შედგენილი მრავლისაგან.
კრიტიკოსების აზრით, ხაზინა აქამდე არსებულ ნორმებს არღვევს. საუბარია რეგულაციაზე, რომელიც მონეტაზე ცოცხალი ადამიანის გამოსახულების დატანას ზღუდავს. საკითხის მოგვარებაზე ხაზინის იურისტები უკვე მუშაობენ.