ესპანური სასტუმროების ქსელი Meliá Hotels International–ი, Gran Meliá–ს ბრენდს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეიტანს. J1 Hotel-ის გახსნა დუბაიში, Jumeirah 1-ის (Jumeirah 1) სანაპიროზე 2027 წლის მეოთხე კვარტალში იგეგმება.
სასტუმროში განთავსდება 366 ნომერი და ლუქსი სპარსეთის ყურისა და დუბაის ჰორიზონტის ხედებით, მათ შორის 40 ნომერი კერძო აუზებით.
ინფრასტრუქტურა მოიცავს რამდენიმე რესტორანსა და ბარს, ოთხ საცურაო აუზს, ლანდშაფტურ სივრცეს, სავაჭრო სივრცეს, ფიტნესცენტრს და სახურავზე განთავსებულ ველნესცენტრს. საქმიანი მოგზაურები ასევე ისარგებლებენ საბანკეტო დარბაზით, შეხვედრებისა და ღონისძიებების სივრცეებით.
J1 სასტუმრო, რომელსაც ჯუმეირა 1 რაიონის სახელი დაერქვა, პოპულარულ საამიროში სასტუმროს ოპერატორის მესამე ობიექტი იქნება, ის შეუერთდება Melia Desert Palm-ს (The Melia Collection-ის ნაწილი) და ME Dubai-ს.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე