ალკოჰოლის მწარმოებელი Campari Group, ფინანსური მაჩვენებლების შემცირებისა და აქციების ფასების დაცემის შემდეგ, ზოგიერთი ბრენდის გაყიდვის შესაძლებლობაზე ფიქრობს. ამის შესახებ Just Drinks წერს.
გამოცემის თანახმად, Campari Group-ის აქციები 2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ 14,58%-ით დაეცა და აქციაზე 6,63 ევროს შეადგენს.
მოლოდინზე დაბალი იყო ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლებიც. ამგვარად, 2024 წლის მესამე კვარტალში Campari-ს წმინდა გაყიდვები გაიზარდა 1,4%-ით. კომპანია ადრე იწინასწარმეტყველა, რომ გაყიდვების ზრდა მოსალოდნელი იყო დაახლოებით 9%–ით. 13,3%-ით შემცირდა მესამე კვარტალში მოგება პროცენტებსა და გადასახადებამდე.
Campari–ში აღნიშნეს, რომ გაყიდვები შემცირდა თანმხვედრი ფაქტორების კომბინაციის გამო.
„შედეგებთან ერთად, Aperol-ის მწარმოებელმა გამოავლინა ხარჯების შემცირების გეგმები და განაცხადა, რომ განიხილავს ზოგიერთი ბრენდის გაყიდვას“, - წერს Just Drinks. კომპანიის რომელი ბრენდების გაყიდვა განიხილება ცნობილი არ არის.