ამერიკის შეერთებულ შტატებში 60 წლის მამაკაცი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა 2024 წლის აპრილიდან 2025 წლის აპრილამდე პერიოდში კინოთეატრებში 1207 ფილმის ნახვის გამო. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობარის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გლენვუდ ჰოსკინ უმცროსი იორკ ჰეივენის კინოთეატრ Regal–ის ქსელში დღეში საშუალოდ 3.3 ჩვენებას უყურებდა. მან წინასწარ შეისწავლა გრაფიკი და შეადგინა გეგმა, რომ დილიდან შუაღამემდე რაც შეიძლება მეტი ფილმი ენახა. წინა რეკორდი ამერიკელ ზაქარი სვოპს ეკუთვნოდა, რომელიც ერთ წელიწადში 777 სესიას დაესწრო.

ყველაზე მეტად გლენვუდ ჰოსკინ უმცროსს მულტფილმები და კომედიები მოსწონდა. მან განსაკუთრებით გამოყო „ველური რობოტი“ და „დედპული და ვულვერინი“. „ვერ ვიტყვი, რომ იყო რაიმე ნამდვილად ცუდი ფილმი ან ისეთი, რომელიც არ მომეწონა!“ - აღნიშნა მან. ამერიკელი ბილეთებში თვეში დაახლოებით 28 დოლარს ხარჯავდა. მას კინოთეატრის წევრობა ჰქონდა, რაც შეუზღუდავი რაოდენობის ჩვენებებზე დასწრების საშუალებას აძლევდა. საკვებზე დიდი თანხის დახარჯვის თავიდან ასაცილებლად, გლენვუდ ჰოსკინგ უმცროსი სახლში იკვებებოდა და კინოჩვენებებს შორის წაიხემსებდა.

წყარო: snob.ru