აპრილში აშშ-ში გაყიდვების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბევრ მსხვილ ავტო მწარმოებელში, რადგან მომხმარებლები ახალი მანქანების შეძენას ჩქარობდნენ იმპორტის ტარიფების დაწესების შედეგად ფასების პოტენციური ზრდის გამო – ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ამგვარად, ამერიკულმა Ford Motor-მა გასული წლის აპრილთან შედარებით გაყიდვები 16%-ით გაზარდა, იაპონურმა Toyota-მ - 10%-ით, სამხრეთ კორეულმა Hyundai-მ - 19%-ით, ხოლო მისმა შვილობილმა Kia-მ, რომელიც აშშ-ში ცალკე ოპერირებს, - 14%-ით.

General Motors–ი მიწოდების მონაცემებს კვარტალურად აქვეყნებს, თუმცა გასულ კვირას კომპანიამ დაადასტურა, რომ გასული თვის მიწოდება 20%-ით გაიზარდა.

ვრცლად interfax–ზე