კომპანია Amazon.com Inc. მომავალ კვირას რამდენიმე ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გეგმავს, – იუწყება Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
გათავისუფლებები განხორციელდება ოქტომბერში გამოცხადებული კორპორატიული თანამშრომლების შტატის დაახლოებით 28 ათასით შემცირების ფარგლებში. 2025 წელს კომპანიამ უკვე გაათავისუფლა დაახლოებით 14 ათასი თანამშრომელი.
სააგენტოს წყაროების ცნობით, გათავისუფლებები, კერძოდ, Amazon Web Services-ის ღრუბლოვანი განყოფილებისა და Prive Video სტრიმინგის სერვისის თანამშრომლებს შეეხებათ.