ინგლისის ჩრდილოეთით, ქალაქი დარლინგტონი, რომლის მოსახლეობაც 100 000-ზე ნაკლებია, დიდ ბრიტანეთში პირველი ადგილი გახდება, სადაც Amazon.com Inc. ამანათის მიწოდებას დრონების გამოყენებით დატესტავს –  იუწყება BBC.

დარლინგტონის გარეუბანში არის Amazon–ის დიდი სადისტრიბუციო ცენტრი, საიდანაც მოხდება მიწოდება.

BBC ხაზს უსვამს, რომ სერვისი მალე არ ამოქმედდება.

კერძოდ, კომპანიამ უნდა მიიღოს ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან (CAA) დრონების ფრენისთვის. 

interfax