ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ მისი მთავრობის მინისტრი დიელა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიაზეა შექმნილი, "ფეხმძიმედაა და 83 ბავშვს ელოდება."

 ბერლინში, Global Dialogue ფორუმზე რამას გამოსვლის დროს, აჩვენეს დიელას მიმართვა, რომელმაც ალბანეთის პრემიერ-მინისტრს ვიზიონერი უწოდა.

 როდესაც მოდერატორმა რამას უთხრა, რომ "თქვენ მას კარგად ასწავლეთ, რომ თქვენ შეგაქოთ," რამამ უპასუხა: "ის ჩემი ქალიშვილია და ძალიან ერთგულია მამამისის მიმართ."

 "დიელა პირველად არის ფეხმძიმედ და 83 ბავშვს ელოდება. თითოეული მათგანი იქნება ჩვენი პარლამენტის ყველა წევრისთვის, რომლებიც დაეხმარებიან მათ, ვინც საპარლამენტო სხდომებში მიიღებს მონაწილეობას. ეს ბავშვები მზის სხივები იქნებიან დედისთვის," – დაამატა მან.

ალბანეთი სექტემბერში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე შექმნილი მინისტრი მუშაობს. AI-მინისტრმა დიელამ (ალბანურიდან თარგმანში – "მზის შუქი") უნდა შეასრულოს მთავრობის ციფრული ასისტენტის როლი "საჯარო შესყიდვების პროცესში კორუფციის, ნეპოტიზმისა და ინტერესთა კონფლიქტის შესამცირებლად".

Realpolitika