ავიაკომპანია „Alaska Airlines“-ი მომავალ წელს ევროპაში პირველი რეისების განხორციელებას გეგმავს, სიეტლიდან რომში პირდაპირი რეისით.
სიეტლში დაფუძნებული ავიაკომპანიის ახალი მარშრუტი შესაძლებელი გახდა გასულ წელს Hawaiian Airlines-ის — და მისი შორმაგისტრალური თვითმფრინავების ფლოტის შეძენით.
Alaska–მ სამშაბათს განაცხადა, რომ ფრენები მაისში დაიწყება, ხოლო ბილეთების გაყიდვები შემოდგომაზე.
კვირაში ოთხჯერადი რეისები განხორციელდება Boeing 787-9 Dreamliner-ის თვითმფრინავებით, რომლებიც შერწყმის შემდეგ გაერთიანებული კომპანიის ფლოტშია.