„ახლახან მქონდა კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან," - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. მისი მტკიცებით, ფლორიდაში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრამდრ რამდენიმე საათით ადრე ესაუბრა თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს.

„დღეს, 13:00 საათზე, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრამდე, რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან კარგი და ძალიან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.