2024 წლის არჩევნებზე პუტინს რეკორდული 80%-ის აღება სურს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა” რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, ასეთი შედეგის მიღწევა სხვადასხვა მეთოდით იგეგმება: „პრეზიდენტის ნამდვილი მხარდამჭერების მობილიზაციით, ადმინისტრაციული და კორპორაციული მობილიზაციით, ელექტრონული ხმის მიცემით.”
გამოცემა წერს, რომ ამისთვის პოზიტიურ ფონი ფორუმ-გამოფენა „რუსეთი” უნდა იყოს, რომელიც 2023 წლის ნოემბერში გაიხსნება და რომელიც ბოლო წლების მიღწევების დემონსტრირებას ისახავს მიზნად.