„ცენტრალურ აზიაში ბუნებრივი აირის უმსხვილესმა მიმწოდებელმა თურქმენეთმა 2023 წელს წარმოება 6,9%-ით  ხოლო ექსპორტი 12,6%-ით გაზარდა" -  ამის შესახებ ინფორმაცია report.az ავრცელებს. გამოცემის ცნობით 2023 წელს ქვეყანამ თავისი გაზი ძირითადად ჩინეთს, რუსეთს, აზერბაიჯანსა და უზბეკეთს მიჰყიდა და ჯამში 80,6 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გამოუშვა.

ეს ციფრები მთავრობის სხდომაზე გამოცხადდა, სადაც პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა სუპერ გიგანტური გალკინიშის გაზისა და ნავთობის საბადოს ინდუსტრიული განვითარების მნიშვნელობაზე და უკასპიის ზღვის ეროვნული სექტორის ძიებასა და განვითარებაშ უცხოური კომპანიების მონაწილეობაზე ისაუბრა.

სახელმწიფოს მეთაურმა ასევე გასცა ბრძანება ყურადღების ცენტრში ყოფილიყო თურქმენეთი-ავღანეთი-პაკისტან-ინდოეთი (TAPI) გაზსადენის მშენებლობა.

2024 წლამდე აზერბაიჯანისთვის თურქმენული გაზის მიწოდება ირანის გავლით სვოპის გზით ხდებოდა. 2021 წლის 28 ნოემბერს აშხაბადში გაფორმებული სამმხრივი სვოპის ხელშეკრულების შესაბამისად, უზრუნველყოფილი იყო 1,5-2 მილიარდ კუბურ მეტრამდე თურქმენული გაზის მიწოდება წელიწადში, შემდეგ კი ეს მოცულობა გაიზარდა 3-4 მილიარდ კუბურ მეტრ გაზამდე. თუმცა, თურქმენეთიდან აზერბაიჯანში გაზის სვოპ მიწოდება ირანის გავლით დროებით შეწყდა და შესაძლოა განახლდეს ბაქოსა და აშხაბადს შორის ახალი შეთანხმების მიღწევის შემდეგ.

მიწოდება დაიწყო 2022 წლის იანვარში დღეში 5-6 მილიონი კუბური მეტრი მოცულობით. იმავე წლის მარტისთვის, დღიური ამოტუმბული გაზის მოცულობა 7 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზარდა.

ასევე განიხილება თურქმენული გაზის თურქეთში აზერბაიჯანის გავლით ტრანსპორტირების შესაძლებლობა.

2024 წლის 1 იანვრიდან სვოპის ხელშეკრულებით ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანში დღგ-სგან სამი წლით თავისუფლდება.