სპილენძის გლობალური წარმოება 2023-2024 წლებში მოთხოვნას გადააჭარბებს. ამ პროგნოზს დამუშავებული სპილენძის საერთაშორისო საბჭო (IWCC) აკეთებს. 

ამავე ცნობით, რაფინირებული სპილენძის გლობალური წარმოება 2023 წელს, სავარაუდოდ, სავარაუდოდ, 1,4%-ით, 25,34 მილიონ ტონამდე გაიზრდება და მომავალ წელს 26,17 მილიონ ტონას მიაღწევს.

ლითონის მოხმარება წელს შესაძლოა გაიზარდოს 1%-ით - 25,23 მლნ ტონამდე, 2024 წელს - 2,6%-ით, 25,88 მლნ ტონამდე. ორივე მაჩვენებელი მაისში პროგნოზირებულზე ოდნავ დაბალი იქნება, აღნიშნავს IWCC.

ევროკავშირის 27 ქვეყანაში და დიდ ბრიტანეთში სპილენძზე მოთხოვნის ოდენობა წელს 2,976 მილიონ ტონამდეა მოსალოდნელი, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 1,3%-ით ნაკლებია. 2024 წელს მოსალოდნელია 2,7%-იანი ზრდა - 3,056 მლნ ტონამდე.

ჩინეთში მოხმარება 2023 წლის ბოლოს შეფასებულია 13,773 მლნ ტონად (ზრდა 3%), მომავალ წელს - კი 14,045 მლნ ტონად (ზრდა 2%-ს შეადგენს).

იაპონიაში მოსალოდნელია, რომ მაჩვენებელი წელს 3,6%-ით - 872 ათას ტონამდე გაიზრდება, ჩრდილოეთ ამერიკაში (კანადა, მექსიკა და აშშ) - 1,6%-ით, 2,23 მლნ ტონამდე. 2024 წელს მოსალოდნელია ზრდა, შესაბამისად, 2.2%-ით და 0.9%-ით.