ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2022 წელს 55,2%-ით გაიზარდა და რეკორდულ 224,58 მილიარდ დოლარს მიაღწია, ნათქვამია ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ეკონომიკური კომისიის (ECLAC) მიერ გამოქვეყნებულ მოხსენებაში.

„2022 წელს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში 224,58 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოხდა, რაც 55,2%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით და წარმოადგენს რეკორდულ რაოდენობას ათვლის დაწყებიდან“, - აცხადებენ ECLAC ექსპერტები.

მათი შეფასებით, 2022 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ბრაზილიამ მიიღო (41%). მას მოსდევს მექსიკა (17%), ჩილე (9%), კოლუმბია (8%), არგენტინა (7%) და პერუ (5%). ცენტრალურ ამერიკაში, მიღებული ინვესტიციების მხრივ ლიდერი იყო კოსტა რიკა, კარიბის ზღვის აუზში - დომინიკის რესპუბლიკა. უცხოური ინვესტიციების 50%-ზე მეტი მიმართული იყო მომსახურების სექტორზე, ასევე გაიზარდა ინვესტიციები წარმოებასა და სამთო მოპოვებაში.

ლათინურ ამერიკაში ინვესტიციების უმეტესი ნაწილი შეერთებული შტატებიდან მოვიდა (38%). ევროკავშირის წილი 17%-ს შეადგენს, ჩინეთის – 3%-ს.

ECLAC-ის მონაცემებით, 2022 წლამდე ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვისპირეთში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 200 მილიარდ დოლარს არ აღემატებოდა.

bpn.ge