2024 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანში 167 ქვეყნიდან 341 ათასი უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი ჩავიდა, რაც 46,7%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

როგორც ABC.AZ სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება, ტურისტების 26,8% რუსეთიდან, 19,9% თურქეთიდან, 9,8% ირანიდან, 6,9% ინდოეთიდან, 4,8% საქართველოდან, საუდის არაბეთიდან – 3,4%. არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან (UAE), ყაზახეთიდან და პაკისტანიდან 2.7%-2.7%, ქუვეითიდან - 2.1%, უზბეკეთიდან - 1.8%, თურქმენეთიდან - 1.5%, ომანიდან და უკრაინიდან 1.3%-1.3%, ბელორუსიიდან - 1.1%, ხოლო სხვა ქვეყნებიდან - 11,2% ჩავიდა. 

ქვეყანაში ჩასულთაგან 73,9% მამაკაცი იყო, ქალი – 26,1%.

2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ჩასულთა რაოდენობა 1,6-ჯერ გაიზარდა.

67.6%-მა ისარგებლა საჰაერო ტრანსპორტით, 31.0%-მა სარკინიგზო და საავტომობილო, ხოლო 1.4% საზღვაო ტრანსპორტით.