19 თებერვლიდან, ახალი Facebook Live-ს ნახვა, ჩამოტვირთვა და გაზიარება შესაძლებელი იქნება 30 დღის განმავლობაში, შემდეგ კი ის ავტომატურად წაიშლება Facebook-დან. ამის შესახებ ინფორმაციას Meta ავრცელებს.

გარდა ამისა, ის „ლაივ ვიდეოები“, რომლებიც ამჟამად 30 დღეზე მეტი ხნისაა, ფეისბუქიდან წაიშლება.

თუმცა, როგორც Meta-ში აცხადებენ, სანამ დაარქივებული „ლაივ ვიდეოები“ წაიშლება, აპლიკაციასა და მეილზე მომხმარებელი გაფრთხილებას მიიღებს და 90 დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება კონტენტის ჩამოტვირთვა.