2022 წელს ტექნიკური მუშაკების გათავისუფლება ახალ რეალობად იქცა და, როგორც ჩანს, ეს 2023 წელშიც გაგრძელდება.

კომპანიები, თანამშრომლებს ფულის დაზოგვისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად ათავისუფლებენ. ეს, მაღალი ინფლაციისა და საპროცენტო განაკვეთების ზრდის გამო, რეცესიის შიშითაა, გამოწვეულია.

გთავაზობთ 10 კომპანიას, რომლებმაც გასულ წელს ყველაზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

Amazon

2023 წლის დასაწყისში Amazon-მა კიდევ 9000 თანამშრომლის შემცირების შესახებ განაცხადა, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის იანვრამდე კომპანიამ 18000-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება კომპანიამ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით მიიღო.

Crypto.com

სინგაპურში დაფუძნებული ციფრული აქტივების ბირჟა Crypto.com-მა სამუშაო ძალის 20%-ი გაათავისუფლა. ამის შესახებ მისმა თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კრის მარსალეკმა ბლოგში განაცხადა. მისი თქმით, კრიპტო-ბირჟა „ამბიციურად“ განვითარდა, მაგრამ ვერ გადაურჩა სემ ბენკმენ-ფრიდ FTX კრიპტო-იმპერიის დაშლის შემდგომ შემცირებას.

Meta

CNBC-ის ანგარიშის თანახმად, Meta-მ თანამდებობიდან გათავისუფლების ახალი რაუნდი აპრილში დაიწყო. კომპანია 4000 სამუშაო ადგილს შეამცირებს, და ეს იქნება 10,000 სამუშაო ადგილის შემცირების გეგმის ნაწილი, რომლის შესახებაც კომპანიამ 2023 წლის დასაწყისში გამოაცხადა.

Microsoft

პანდემიისა და გლობალური ეკონომიკური სისუსტის ფონზე, Microsoft, ხარჯების შესამცირებლად, 10 000 სამუშაო ადგილს აუქმებს.

Microsoft-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სატია ნადელამ ბლოგპოსტში განაცხადა, რომ მომხმარებლებმა ციფრული ხარჯები 2020-21 წლებში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ გაზარდეს, მაგრამ ის ახლა სწრაფად კლებულობს.

Dell

პერსონალურ კომპიუტერებზე მოთხოვნის შემცირების გამო, Dell-ი დაახლოებით 6650 სამუშაო ადგილს, ანუ მუშახელის დაახლოებით 5%-ს ამცირებს.

Salesforce

Salesforce-მა გამოაცხადა, რომ სამუშაო ძალის დაახლოებით 10%-ს ამცირებს, რაც 7000-ზე მეტ თანამშრომელს შეეხება, ასევე დახურავს ოფისებს „გარკვეულ ბაზრებზე".

Twitter

მას შემდეგ, რაც Twitter ილონ მასკმა იყიდა, დაახლოებით 3700 თანამშრომელი გაათავისუფლა.

მასკმა თქვა, რომ სხვა არჩევანი არ იყო, რადგან კომპანია დღეში 4 მილიონ დოლარს კარგავდა.

Snap

Verge-ში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, Snap-ი სამუშაო ძალის 20%-ს ათავისუფლებს, რაც 1000-ზე მეტ თანამშრომელს მოიცავს.

Tesla

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა აღმასრულებლებს უბრძანა, რომ შეაჩერონ დასაქმების პროცესი და მოემზადონ სამუშაო ადგილების შემცირებისთვის, ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. The Wall Street Journal-ის ოფიციალური მონაცემებით, შემცირება დაახლოებით 6000 თანამშრომელს შეეხება.

Zoom

პოპულარული ვიდეო კონფერენციის პლატფორმა სამუშაო ძალის 15%-ს, დაახლოებით 1300 მუშაკს ათავისუფლებს.

Zoom-ზე მოთხოვნის ზრდა გამოწვეული იყო Covid-19-ით, მაგრამ კომპანია ახლა ნაკლებად მოთხოვნადია, რადგან ცხოვრება ნორმალურ რეჟიმში დაბრუნდა.