შპს „საქართველოს მელიორაცია“, სტაბილური წყალმომარაგების მიზნით, სამცხე-ჯავახეთში საირიგაციო ინფრასტრუქტურის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს.

ზაფხულის ცხელ პერიოდში მიწების დროული მორწყვა გადამწყვეტია უხვი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.

ამისთვის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს არხების წმენდა გრუნტისა და მცენარეული საფარისგან, ასევე სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო/საექსპლუატაციო სამუშაოები.

სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად,  მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობები. მიმდინარე წელს რეგიონში იგეგმება რამდენიმე კაპიტალური პროექტიც, რომელთა განხორციელების შედეგად გაიზრდება წყალმომარაგების საიმედოობა და გაძლიერდება აგროსექტორი.

ინფორმაციას „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს