„სუვენირების მაღაზიებიც კი აფიქსირებენ მოთხოვნის კლებას,“ - ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის თანადამფუძნებელმა, თამუნა თანდაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე შეფასებით, ამის მიზეზი არის ის, რომ არ გვაქვს ჩამკეტი ბერკეტები.
„დარგის სპეციალისტობა არ არის საჭირო, რომ დავინახოთ, რომელი ქვეყნის ტურისტები ჭარბობენ დღეს ქვეყანაში. ტურიზმის ბიზნესი აღარ არის ქვეყნის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მხოლოდ სამშენებლო სექტორი მუშაობს დღეს ქვეყანაში. რაც უფრო მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი გამოცდის თავის თავზე უმუშევრობას, მით უფრო მალე გაიგებენ, რას ნიშნავს შეთქმულების თეორია,“ - აღნიშნავს თანდაშვილი.
მისი თქმით, სუვენირების მაღაზიებთან ერთად მოთხოვნის კლებას აფიქსირებენ ონლაინ-მაღაზიებიც.
„სუვენირების მაღაზიებიც კი აფიქსირებენ მოთხოვნის კლებას , ასევე ონლაინ-მაღაზიები. არ ვაკონტროლებთ და არ გვაქვს ჩამკეტი ბერკეტები: ჩამოდიან სლავები, სახლდებიან აქ და არ ლაპარაკობენ ქართულად, მენიუს არ ბეჭდავენ ქართულად, სახლში აწყობენ სალონებს და გადასახადებს არ იხდიან, არალეგალურად არიან და ზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები,“ - აღნიშნავს ის.