თურქეთში, ანტალიაში, 28 წლის რუსი ტურისტი სელფის გადაღების დროს კლდიდან გადავარდა და მძიმე ტრავმები მიიღო. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტურისტი ფოტოს გადაღების მიზნით კლდის კიდესთან ძალიან ახლოს მივიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადავარდა. ახალგაზრდა ქალს სიმაღლიდან ვარდნის გამო ფეხები დაუზიანდა და გადაადგილება არ შეეძლო.

ქალი ადგილობრივებმა იპოვეს და პოლიცია გამოიძახეს. მაშველებმა ქალი ხევიდან საკაცით ამოიყვანეს. ის ამჟამად საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

წყარო: რუსთავი 2