2023 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით 31%-ით გაიზარდა, თუმცა ჯერ კიდევ 20%-ით ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს. ინფორმაცია, PMCG კვლევითი ცენტრმა 2023 წლის ტურიზმის მიმოხილვაში გამოაქვეყნა. 

„მოსალოდნელია, რომ 2024 წელს საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 7.9 მილიონამდე გაიზრდება. ამასთან დაკავშირებით ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით რამდენიმე ისეთი საერთაშორისო ღონისძიების განხორციელებაზე მუშაობს, როგორებიცაა ტურიზმის მსოფლიო დღე და M&I ფორუმი.

საერთაშორისო ვიზიტების შემცირებული რაოდენობის მიუხედავად, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი აჭარბებს პანდემიამდელი პერიოდისას, რაც შესაძლოა, გამოწვეული იყოს ვიზიტების ხანგრძლივობის ზრდით.

მოსალოდნელია, რომ 2024 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2023 წელთან შედარებით 10%-ით გაიზრდება და 4.5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

PMCG-ის ინფორმაციით, 2023 წელს საქართველოში შიდა ტურიზმი პანდემიის შემდეგ შენარჩუნებული ტრენდის შესაბამისად განაგრძობს ზრდას. თუმცა ბოლოდროინდელი დინამიკის სიზუსტეზე შეიძლება გავლენა მოახდინოს იმან, რომ რუსი, ბელარუსი და უკრაინელი ემიგრანტების დიდი რაოდენობა მოიაზრება არა საერთაშორისო ვიზიტორებად, არამედ რეზიდენტებად.