8 მაისიდან - 12 მაისამდე წალკის კანიონის შუშის ხიდზე ვიზიტორების შესვლა შეჩერდება. ინფორმაცია ამის შესახებ წალკის კანიონის ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.
„8 მაისიდან - 12 მაისამდე წალკის კანიონის შუშის ხიდზე ვიზიტორების შესვლა შეჩერდება. შუშის ხიდს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით გეგმური რევიზია უტარდება.
რაც შეეხება წალკის კანიონის შუშის ხიდის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას და სხვა ატრაქციებს ის ჩვეულ რეჟიმში, განაგრძობს სტუმრების მიღებას,“- ნათქვამია განცხადებაში.