საქართველოში სულ 3198 განთავსების ობიექტია, რომელიც 53 759 ოთახს და 128 015 საწოლ ადგილს მოიცავს. 2024 წლის თებერვალში განახლებულ მონაცემებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.
ქვეყნის 11 რეგიონიდან ყველაზე მეტი - 598 განთავსების ობიექტი სამეგრელო-ზემო სვანეთშია, მას მოსდევს თბილისი 544 განთავსების ობიექტით და აჭარა - 490 ობიექტით. 2024 წლის თებერვლის მონაცემები, ყველაზე ცოტა - 28 განთავსების ობიექტი ქვემო ქართლშია.
ოთახების რაოდენობა ყველაზე მეტი - თბილისშია, მას მოსდევს აჭარა და სამცხე ჯავახეთი. რაც შეეხება საწოლ ადგილებს, აქ აჭარა ლიდერობს, სამეულშია თბილისი და სამცხე ჯავახეთი.
განთავსების ობიექტების რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასეთია:
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 598 განთავსების ობიექტი / 3 841 ოთახი / 9 626 საწოლი ადგილი;
თბილისი - 544 განთავსების ობიექტი / 14 611 ოთახი / 32 192 საწოლი ადგილი;
აჭარა - 490 განთავსების ობიექტი / 14 319 ოთახი / 33 851 საწოლი ადგილი;
სამცხე - ჯავახეთი - 386 განთავსების ობიექტი / 7 416 ოთახი / 18 672 საწოლი ადგილი;
მცხეთა-მთიანეთი - 315 განთავსების ობიექტი / 3 168 ოთახი / 7 729 საწოლი ადგილი;
კახეთი - 306 განთავსების ობიექტი / 3 245 ოთახი / 7 872 საწოლი ადგილი;
იმერეთი - 272 განთავსების ობიექტი / 3 356 ოთახი / 8 122 საწოლი ადგილი;
გურია - 115 განთავსების ობიექტი / 2 169 ოთახი / 5 534 საწოლი ადგილი;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 81 განთავსების ობიექტი / 567 ოთახი / 1 613 საწოლი ადგილი;
შიდა ქართლი - 63 განთავსების ობიექტი / 587 ოთახი / 1 608 საწოლი ადგილი;
ქვემო ქართლი - 28 განთავსების ობიექტი / 480 ოთახი / 1 196 საწოლი ადგილი.