პირველად საქართველოში! 9,10 ნოემბერს კინოსა და ღვინის საერთაშორისო ფესტივალი „WINECAST“ , წინანდლის მამულში გაიმართება.
ფესტივალის პირველი დღე, 8 ნოემბერს თბილისში, ღვინის მუზეუმსა და “თამადის” ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება, სადაც საზეიმოდ გაიხსნება ქართული ვაზის ჯიშის, საფერავის მემორიალური დაფა და ამით საფუძველი ჩაეყრება “ვაზის ხეივნის” დაარსებას დედაქალაქის ისტორიულ უბანში.
აქვე შედგება ფილმის „ქვევრი“ ჩვენება და საფერავის დეგუსტაცია. ”
ფესტივალი 9 და 10 ნოემბერს, კახეთში, წინანდლის მამულში გადაინაცვლებს.
გაიმართება უახლესი და კლასიკად წოდებული ფილმების ჩვენება, შეხვედრები და დისკუსიები რეჟისორებთან.
წარმოდგენილი იქნება ბრმა დეგუსტაციის გზით შერჩეული 30-მდე ქართული მეღვინეობა და 100-ზე მეტი დასახელების საუკეთესო ღვინის გამოფენა.
ამერიკიდან მოწვეული მაგისტრი სომელიეები ჩაატარებენ მასტერკლასებსა და ამერიკული ღვინის დეგუსტაციებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ, კალიფორნიული, საუკეთესო ღვინოები და გაეცნონ ამერიკული ღვინის კულტურას.
ფესტივალის ფარგლებში შეხვედრა შედგება, რეჟისორ ნანა ჯორჯაძესთან, რომელიც ფესტივალის საპატიო სტუმარია.
დამსწრე აუდიტორიას საშუალება ექნება დაესწროს მის მიერ წარდგენილი ოსკაროსანი ფილმის „შეყვარებული კულინარის 1001რეცეპტი“ ჩვენებას, რომელშიც პიერ რიშარი და ნინო კირთაძე მონაწილეობენ.
ფესტივალის დაჯილდოების ცერემონიალზე გამოვლინდებიან სომელიეების რჩეული ღვინოები და საუკეთესო კინო პროექტის ავტორები.