Galt&Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 16.0%-ით გაიზარდა და 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„ჯამურად, ჩვენი შეფასებით, 2023 წლის პირველ ნახევარში ტურიზმის შემოსავლებმა 1.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა (+48.8% წ/წ)“, - ნათქვამია საინვესტიციო ბანკის მიმოხილვაში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები, 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102% -ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პირველ კვარტალში 64.7%-ით გაიზარდა ევროკავშირიდან, 136.1%-ი გაიზარდა თურქეთიდან, 73.2% ზრდა დაფიქსირდა ისრაელიდან და ა.შ.