Galt & Taggart-ის შეფასებით, 2023 წლის პირველ 4 თვეში ტურიზმის შემოსავლებმა 1,045 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (+79.5% წ/წ).
ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, აღნიშნული პერიოდის შემოსავლები, გასული წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელს 79.5%-ს აჭარბებს.
„ჩვენი შეფასებით, 2023 წლის აპრილში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 32.6%-ით გაიზარდა და 250 მლნ დოლარი შეადგინა“ - აღნიშნულია მიმოხილვაში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის I კვარტალში, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2022 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 102%-ით გაიზარდა და 795 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.