აშშ-ში 2026-2027 წლების გრიპის სეზონზე, 20 ნოემბრის მდგომარეობით, გრიპით გარდაცვალების 2 800 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 7 ბავშვია. ამავე პერიოდში გრიპის გამო ჰოსპიტალიზაციის 50 000 შემთხვევა აღირიცხა, გრიპის შემთხვევების საერთო რაოდენობამ კი 3.7 მილიონს მიაღწია, აღნიშნულ მონაცემებს სოციალურ ქსელში ექიმი მაია ბუწაშვილი აქვეყნებს.
მისი თქმით, აშშ-ის სტატისტიკას საქართველოს მონაცემების გამოქვეყნების შეწყვეტის გამო იყენებს, რადგან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე სიახლეები 2023 წლით თარიღდება.
,,აშშ სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 20 ნოემბრისთვის გრიპის მიმდინარე სეზონზე (2026-2027) დაფიქსირდა გრიპით სიკვდილის 2800 შემთხვევა (მათ შორის 7 ბავშვია) და 50 ათასი ჰოსპიტალიზაცია.
სულ 3.7 მილიონი გრიპის შემთხვევაა რეგისტრირებული.
გრიპის ამ სეზონზე აშშ სტატისტიკაზე ვწერ იმიტომ, რომ რატომღაც საქართველოს სტატისტიკა აღარ ქვეყნდება.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებგვერდზე სიახლეები 2023 წლით არის დათარიღებული. შესაბამისად, 2023 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის
კუთხით მნიშვნელოვანი არაფერი
მომხდარა, ყველა დაავადება გაქრა და ყველანი სრულიად ჯანმრთელები ვართ. ამაზე კარგი რა უნდა იყოს?
ვაშა! გილოცავთ!",- წერს მაია ბუწაშვილი.