სამოგზაურო სერვისი, OneTwoTrip ივნისისთვის 3-ვარსკვლავიან სასტუმროში დარჩენის ყველაზე იაფ ადგილად ტაილანდის საკურორტო ქალაქ პატაიას შემდეგ თბილისს ასახელებს.
კერძოდ, OneTwoTrip-ის მონაცემებით, 3-ვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევა პატაიაში 17 დოლარი ღირს, თბილისში კი ფასი 22 დოლარიდან იწყება. მესამე ადგილზე ყაზახეთის ალმათია, სადაც სამვარსკვლავიან სასტუმროში ღამისთევის მინიმალური ფასი 27 დოლარია.

ივნისისთვის 3-ვარსკვლავიანი სასტუმროს დღიური დაჯავშნა 39 დოლარამდე ღირს ასტანაში (ყაზახეთი), ბაქოში (აზერბაიჯანი), თურქეთის ალანიასა და დუბაიში (არაბეთის გაერთიანებული საამიროები).

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ასეთ სასტუმროში განთავსების ღირებულება 43 დოლარიდან, სეულში (სამხრეთ კორეა) 44 დოლარიდან, მინსკში (ბელარუსი) კი 49 დოლარიდან იწყება.
ოდნავ ძვირია, ანუ, მინიმუმ, 52 დოლარი ღირს თურქეთის კემერიში, ხოლო ანტალიაში ფასი 57 დოლარიდან იწყება. შემდეგ მოდის, ასევე, თურქული ბოდრუმი 70 დოლარით და დალამანი - 88 დოლარით. თურქულ ქალაქებს მოსდევს ისრაელის თელ-ავივი, სადაც დღიური დაჯავშნის მინიმალური ფასი 91 დოლარია.


რაც შეეხება ევროპის სამვარსკვლავიან სასტუმროებს, სერვის OneTwoTrip-ის მონაცემებით, ივნისში დღიური დაჯავშნის ღირებულება 104 დოლარიდან იწყება. კერძოდ, რომში მინიმალური ფასი 106 დოლარიდან, მილანში 112 დოლარიდან, ლონდონში 114 დოლარიდან, პარიზში კი 162 დოლარიდან იწყება.

bpn.ge