ლონდონი ლიდერი გახდა მსოფლიოში ურბანული ბრენდების რეიტინგში, რომელიც საკონსულტაციო კომპანია Brand Finance-მა შედგენილია. რეიტინგის გაცნობამდე ვიტყვით, რომ საქართველოს ვერც ერთი ქალაქი ამ ასეულში ვერ მოხვდა.

მსოფლიოს ურბანული ბრენდების ასეული დაახლოებით 15 000 ადამიანის გამოკითხვას ეფუძნება, რომელიც აპრილში, 20 ქვეყანაში, ჩატარდა. კვლევის შედეგების საფუძველზე ქალაქები 45 მახასიათებლის მიხედვით შეფასდა, შემდეგ შვიდ ძირითად კატეგორიად გაერთიანდა, რაც მოიცავდა - ცხოვრების ხარისხს, სამუშაო პირობებს, დისტანციური მუშაობის პირობებს, განათლებას, პენსიონერების შესაძლებლობებს, ტურიზმსა და ინვესტიციებს

ლონდონმა 100-დან 84,6 ქულა მიიღო. მეორე ადგილზე ნიუ-იორკია 83 ქულით, მესამეზე - პარიზი 79,7 ქულით. ხუთეული ლოს-ანჯელესმა და სიდნეიმ დახურეს.

საერთო ლიდერობის გარდა, ლონდონმა პირველი ადგილი დაიკავა განათლების სფეროში, ცნობილი უნივერსიტეტებისა და სკოლების, ასევე ტურიზმის წყალობით - ბრიტანეთის დედაქალაქში არის მსოფლიოში ცნობილი ღირსშესანიშნაობები, როგორიცაა ბუკინგემის სასახლე და კოშკი, ბრიტანეთის მუზეუმი და ეროვნული გალერეა. დანარჩენ ხუთ კატეგორიაში ლონდონმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

ნიუ-იორკი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქად დასახელდა ინვესტიციების მხრივ, ციურიხის შემდეგ და განათლების (ლონდონის შემდეგ მე-2 ადგილი). ამავდროულად, ნიუ-იორკმა, უკიდურესად მაღალი ფასების გამო, ბოლო ადგილი დაიკავა ტოპ 100 ქალაქს შორის „ხელმისაწვდომობის“ კატეგორიაში.

პარიზი გახდა მსოფლიო ლიდერი კულტურულ სფეროში, რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა არქიტექტურის, მუზეუმებისა და თეატრებისთვის. ამასთან, „ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობის“ პარამეტრით, საფრანგეთის დედაქალაქმა მსოფლიოში მხოლოდ 25-ე ადგილი დაიკავა.

სინგაპურმა და ტოკიომ, შესაბამისად, მე-6 და მე-7 ადგილები დაიკავეს რეიტინგში და ლიდერები გახდნენ აზიის ქალაქებს შორის. ახლო აღმოსავლეთის მეგაპოლისებს შორის ყველაზე მაღალი ქულა დუბაიმ მიიღო, რომელიც მე-9 ადგილზეა.

ლათინური ამერიკის ქალაქებს შორის რეიტინგში ყველაზე მაღალი მეხიკო (59-ე ადგილი) აღმოჩნდა, აფრიკის ქალაქებს შორის - კეიპტაუნი (60).

ამ რეიტინგში სტამბოლი 64-ე ადგილზეა, მოსკოვი 63-ზე, სანკტ-პეტერბურგი - 61-ზე, იზმირი - მე-80-ე, კიევი 99-ზე.