2024 წლის განმავლობაში საქართველოში 249 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა, ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.
ჯამში საუბარია 550 716 კვ.მ-ის ფართობზე. მათ შორის 71 ნებართვა თბილისში, 80 - აჭარაში, 25 - კახეთში, 24 - გურიაში, 16 - სამცხე-ჯავახეთში, 15 - იმერეთში, 6 - სამეგრელო-ზემო სვანეთში. 4-4 - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში და შიდა ქართლში, ხოლო 2-2 ქვემო ქართლსა და მცხეთა მთიანეთში.
რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებული სასტუმროების რაოდენობას, გასულ წელს 66 შევიდა ექსპლუატაციაში.