ტრადიციული საკვების მსოფლიოში ავტორიტეტული ონლაინ გზამკვლევი TasteAtlas-ის რჩეულ სტრიტ ფუდის ტკბილეულს აქვეყნებს. მსოფლიოში საუკეთესო ქუჩის ნუგბარის ტოპ 50-ში ქართული ჩურჩხელაც მოხვდა. გამოცემა წერს, რომ ჩურჩხელა ტრადიციული ქართული ნუგბარია, რომელსაც ძეხვის ფორმა აქვს. ეს ტკბილეული თხილეულისა და მოდუღებულ ყურძნის კონცენტრირებულ წვენით მზადდება.

TasteAtlas-ი ჩურჩხელას კვებით ღირებულებაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ის იმდენად ჯანსაღი და სასარგებლოა, რომ წარსულში ქართველი მეომრები ჩურჩხელას გრძელ მოგზაურობებშიც კი თან დაატარებდნენ.