საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აზერბაიჯანიდან მაღალი რეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს უმასპინძლა. პრესტურის ფარგლებში უცხოური მედიის წარმომადგენლები თბილისს, წინანდალს, სიღნაღს, ვარძიას, ახალციხეს ეწვივნენ. ტურის ფარგლებში პრესის წარმომადგენლებმა ქვემო ქართლის ტურისტულად საინტერესო ადგილები მოინახულეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტები და ფოტოგრაფები გაეცნენ ტურისტულ პროდუქტებს, კულტურულ ძეგლებს, სხვადასხვა კუთხის სამზარეულოს. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პოპულარული ბეჭდური და ონლაინ გამოცემებისთვის სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ. პრესტურის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია მეზობელ ქვეყანაში და აზერბაიჯანიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა.
აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა ზრდის ეკონომიკური ზრდის კუთხით - ირაკლი კობახიძე
სწრაფმა ეკონომიკურმა ზრდამ გამოიწვია ის, რომ დღეს სიღარიბის მაჩვენებელი არის 2020 წელთან შედარებითაც კი 3-ჯერ ნაკლები - ირაკლი კობახიძე
ლავროვმა ოკუპ. რეგიონების ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრებთან საქართველოსგან თავდაუსხმელობის საკითხი განიხილა
ირანის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს
ევროკავშირი ოთხი კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების გზამკვლევს ამზადებს, სიაში საქართველო არ არის - Politico